გრიის შესახებ
გრიი დაარსდა 1991 წელს. მუდმივი ინოვაციებისა და ბაზარზე ორიენტირებული პროდუქტების შექმნისკენ მიმართულმა ძალისხმევამ გრიის სწრაფად მისცა შესაძლებლობა, მოეპოვებინა კონდიციონერების ბაზარზე მოწინავე პოზიციები და დაეწყო ძლიერი ბრენდის იმიჯის ფორმირება, რაც გახდა მტკიცე საფუძველი მომავალი განვითარებისათვის.
დღესდღეობით გრიი ჩამოყალიბებულია, როგორც დივერსიფიცირებული, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გლობალური ინდუსტრიული ჯგუფი. კომპანია საქმიანობს ორ ძირითად სფეროში: საყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტექნიკა და სამრეწველო მოწყობილობები. გრიის ჰყავს 90,000-ზე მეტი თანამშრომელი და აღიარებულია, როგორც ინდუსტრიის ლიდერი კონდიცირების სისტემების ბაზარზე.
იაპონიის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 2018 წლის მონაცემებით, გრიის უკავია 20,6%-იანი წილი გლობალურ ბაზარზე. კომპანიის ფილოსოფია – “პირველ რიგში ხარისხი, კეთილსინდისიერი მენეჯმენტი და მომხმარებელზე ორიენტირებული განვითარება” – წარმოადგენს მისი საქმიანობის ძირითად პრინციპს. გრიი მკაცრად აკონტროლებს ხარისხს მთელ საწარმოო პროცესში და 2011 წლიდან მოყოლებული ლიდერობს მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ლოიალურობაში მსოფლიოს მასშტაბით კონდიციონერების ბაზარზე.
ევრომონიტორის უახლესი მონაცემებით, 2024 წელს გრიი გახდა მსოფლიოს №1 ბრენდი სპლიტ კონდიციონერების კატგორიაში. კომპანიის ინოვაციური ტექნოლოგიები უზრუნველყოფს გრიის კონდიციონერების ეფექტურ მუშაობას სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, ხოლო ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება გლობალურ დაბალნახშირბადოვან მიზნებს. გრიი აგრძელებს ჭკვიან, კომფორტულ ცხოვრებაზე ორიენტირებული სტანდარტების დამკვიდრებას და მისი პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში.
ENER.GE არის გრიის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
კომპანია ENER.GE აქტიურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებს, ასევე სამშენებლო ელექტრო ინსტრუმენტებს. 2020 წელს კომპანია ENER.GE გახდა მსოფლიოს ბრენდის, გრიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.